About us

Lomadze არის ქართული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც 2025 წელს დაარსა საბა ლომაძემ.

ბავშვობიდან ყოველთვის მინდოდა ისეთი ღირებულის შექმნა, რაც ადამიანებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნებოდა, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში თუნდაც მცირე ცვლილებას შეიტანდა და ამავდროულად, ჩემი შემოქმედების მეშვეობით, საქართველოს მსოფლიოს გავაცნობდი.

ტანსაცმლის ინდუსტრიისადმი ინტერესი 18 წლის ასაკში გამიჩნდა, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამ სფეროში მუშაობა დავიწყე. ყოველდღიურმა დაკვირვებებმა, მომხმარებლებთან ურთიერთობამ და ბაზრის უკეთ გაცნობამ დამანახა, რომ ქართულ ბაზარზე ძალიან ცოტა იყო ისეთი მამაკაცის ტანსაცმელი, რომელიც ერთდროულად იქნებოდა ქართული, ხარისხიანი და განსხვავებული, სწორედ ამ დაკვირვებებმა ჩაუყარა საფუძველი ბრენდის შექმნის იდეას.

თვეების განმავლობაში სრულად ვიყავი ჩართული თითოეული დეტალის შექმნასა და დახვეწაში, როდესაც დადგა დრო, რომ ჩემი ბრენდი საზოგადოებისთვის გამეცნო, ამ გზაზე შემომიერთდა ჩემი და, ანა ლომაძე, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ბრენდის განვითარებაში, დღეს ჩვენ ერთად ვმუშაობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს იდეებს და საერთო ხედვას ვაქცევთ რეალობად.

სახელი Lomadze მხოლოდ გვარი არ არის, ეს არის იდენტობა, პასუხისმგებლობა და ისტორია, რომელსაც სიამაყით ვატარებთ.

თავისუფლება, ხასიათი, მიზანდასახულობა, თვითგამოხატვა, განსხვავებულობა და ამბიცია ეს ის ღირებულებებია, რომლებზეც ბრენდი დგას.

ჩვენ გვჯერა ადამიანების, რომლებიც საკუთარ გზას თავად ირჩევენ, იბრძვიან თავიანთი ოცნებების ასრულებისათვის, ადამიანების, რომლებიც არ ექცევიან წინასწარ შექმნილი ჩარჩოების გავლენის ქვეშ, არ უშინდებიან განსხვავებულობას და საკმარისად გაბედულები არიან, აკეთონ ის, რაც ნამდვილად უყვართ.

სწორედ ამიტომ, ბრენდი შეიქმნა შემოქმედი ადამიანებისთვის, მათთვის, ვინც აფასებს ინდივიდუალობას, მუდმივად ვითარდება და ყოველდღიურად ცდილობს საკუთარი თავის უკეთესი ვერსიის შექმნას.

ჩვენი მიზანია, ვიყოთ შთაგონების წყარო მათთვის, ვინც საკუთარი ხედვის ერთგულია, გვინდა შევახსენოთ ადამიანებს, რომ თვითგამოხატვა ძალაა, განსხვავებულობა უპირატესობა, ხოლო საკუთარი გზის არჩევა თავისუფლება.

ჩვენ გვჯერა, რომ შეუძლებელი არაფერია, ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯის გადადგმაა.

ჩვენთვის ტანსაცმელი მხოლოდ ნივთი არ არის. ის ადამიანის იდენტობის ნაწილია,  საშუალება, რომლის მეშვეობითაც საკუთარი თავის შესახებ სიტყვების გარეშე ვყვებით ისტორიას.